воскресенье, 29 июля 2018 г.

საზაფხულო მუსიკალური სკოლა

      გიწვევთ საზაფხულო მუსიკალურ სკოლაში.
ქ.წყალტუბოს სსიპ#3 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი-მადონა ბობოხიძე აცხადებს ამავე სკოლის 9-15 წლამდე მოსწავლეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში.ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც პოპულარულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს,ასევე გაიღრმავებენ საგნობრივ ცოდნას მუსიკის სფეროში, სხვადასხვა ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით.
      საზაფხულო სკოლა აძლევს თითოეულ მოსწავლეს საშუალებას შეიძინოს ახალი ცოდნა და გამოცდილება და იყოს გამორჩეული თავისი თანატოლებისაგან.გაიუმჯობესოს სასიმღერო,ქორეოგრაფიული,სააზროვნო,ინდივიდუალური და სოციალური უნარ-ჩვევები.
     სკოლა იწარმოებს 29.08-17.09 ჩათვლით ყოველ დღე შაბათი-კვირის გარდა.
     17.09 მოეწყობა ღონისძიება-კონცერტი სკოლის ფოიეში საზაფხულო სკოლის საზეიმო დახურვასთან და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.
     გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ვადებში.