https://learningapps.org/watch?v=pvtk6ti5k18
https://learningapps.org/view5427024
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSclBteffUtFgo4istf_Isuv61aHS0T1jOwPLg3ON10G7A2lxA/viewform?usp=sf_link
სასწავლო რესურსის ,,სახალისო სოლფეჯიო''-ს
რეფლექსია და ინსრტუქცია
რესურსის რეფლექსია
საგანი - მუსიკა
სწავლების საფეხური
- დაწყებითი
კლასი- VI
მე-6
კლასში,მუსიკის საგანში, მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად შეისწავლება ელემენტარული
თეორიის საკოთხები.ეროვნული სასწავლო გეგმის მუსიკის სტანდარტის მიხედვით:
VI კლასი
მუსიკა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები.
მიმართულება:პრაქტიკული
უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა
მუს.VI.4.მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის
გამოყენება.
·
კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოს,ბანის გასაღებში.
·
ამოიცნობს და იყენებს ალტერაციის ნიშნებს.
·
იყენებს სანოტო სისტემის ცოდნას ნაწარმოების დასწავლისას.
იმისათვის,
რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ და გაეაზრებინათ შესასწავლი საკითხი,დაეძლიათ
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი
შედეგები,გადავწყვიტე გავცდენოდი
არსებული სახელმძღვანელოს ჩარჩოებს და შემექმნა დამატებითი
მასალა სასწავლო რესურსის სახით
learningapps.org
პროგამის საშუალებით.ელექრტო რესურსი
მოვარგე ეროვნულ სასწავლო გაგმას,
მოსწავლეთა საჭიჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
რესურსის
შედგენისას უპირველესად ჩამოვაყალიბე მისი შექმნის მიზანი.(რომელიც გამომდინა-
რეობდა ესგ-დან).საკითხები დავალაგე ისე, რომ გავითვალისწინე თითოეული მოსწავლის
ინდივიდუ-
ალური შესაძლებლობები.კითხვები სირთულის ზრდადობის მიხედვით
დავალაგე რაც საკითხის უკეთ
გააზრებაში დამეხმარებოდა და მოსწავლეთა ინტერაქციას
და მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობდა
ხელს.
რესურსის
შედგენისას ვიხელმძღვანელე სანდო წყაროებით.
შექმნილი
რესურსის გამოყენებით გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი შესასწავლი
საკითხის მიმართ.სწავლა
,,თამაშით''მეტად სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
გაიზარდა ინტერესი და შემეცნების ხარისხი შესასწავლი
საკითხის მიმართ. ეს რესურსი აღმოჩნდა
ინტერაქტიული.
შექმნილი
რესურსი განსაზღვრულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის როგორც მეექვსე კლასის
მოსწავლეთათვის,ასევე მის შემდგომი კლასების ელ.თეორიის
მასალის განმეორება-განმტკიცების
მიზნით.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
რესურსის სახელწოდებაა: „სახალისო სოლფეჯიო“
მიზანი - მოსწავლე შეძლებს მუსიკალური
დამწერლობის გამოყენებას:ბანის გასაღებში ნოტების წერასა და კითხვას,ალტერაციის
ნიშნის ამოცნობასა და გამოყენებას,ნაწარმოების დასწავლისას სანოტო სისტემის ცოდნის
გამოყენებას.
სამიზნე ჯგუფი: მეექვსე კლასი.
სამიზნე ჯგუფი: მეექვსე კლასი.
1.ბავშვები შეიყვანებენ Google-ში მოცემულ
ბმულს-https://learningapps.org/watch?v=pvtk6ti5k18
2.ბმულის გახსნის შემდეგ გაეცნობიან დავალებას და დააწკაპებს ok-ს. 3.დასმული კითხვის შემდეგ მოცემულია 4 სავარაუდო პასუხი.
4.მოსწავლე აწკაპებს ერთ-ერთ პასუხზე.
5.სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება და გადადის შემდეგ კითხვაზე,შეცდომის შემთხვევაში კი არასწორად შევსებული ველი წითლდება და მოსწავლემ უნდა სცადოს თავიდან.სწორი პასუხების შემთხვევაში მოსწავლე აგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას.
2.ბმულის გახსნის შემდეგ გაეცნობიან დავალებას და დააწკაპებს ok-ს. 3.დასმული კითხვის შემდეგ მოცემულია 4 სავარაუდო პასუხი.
4.მოსწავლე აწკაპებს ერთ-ერთ პასუხზე.
5.სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება და გადადის შემდეგ კითხვაზე,შეცდომის შემთხვევაში კი არასწორად შევსებული ველი წითლდება და მოსწავლემ უნდა სცადოს თავიდან.სწორი პასუხების შემთხვევაში მოსწავლე აგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий