воскресенье, 29 июля 2018 г.

საზაფხულო მუსიკალური სკოლა

      გიწვევთ საზაფხულო მუსიკალურ სკოლაში.
ქ.წყალტუბოს სსიპ#3 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი-მადონა ბობოხიძე აცხადებს ამავე სკოლის 9-15 წლამდე მოსწავლეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში.ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც პოპულარულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს,ასევე გაიღრმავებენ საგნობრივ ცოდნას მუსიკის სფეროში, სხვადასხვა ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით.
      საზაფხულო სკოლა აძლევს თითოეულ მოსწავლეს საშუალებას შეიძინოს ახალი ცოდნა და გამოცდილება და იყოს გამორჩეული თავისი თანატოლებისაგან.გაიუმჯობესოს სასიმღერო,ქორეოგრაფიული,სააზროვნო,ინდივიდუალური და სოციალური უნარ-ჩვევები.
     სკოლა იწარმოებს 29.08-17.09 ჩათვლით ყოველ დღე შაბათი-კვირის გარდა.
     17.09 მოეწყობა ღონისძიება-კონცერტი სკოლის ფოიეში საზაფხულო სკოლის საზეიმო დახურვასთან და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.
     გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ვადებში.
     

суббота, 22 апреля 2017 г.

ინტელის პროეტი



         კურსის ფარგლებში გავეცანით ინტელის პროგრამის 9 მოდულს.გავეცანით პროექტებით სწავლების თანამედროვე მეთოდებს:პროექტების დაგეგმვას სტანდარტის,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების,შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით.შევქმენით კვლევითი ფორმები,ასევე სასწავლო ნიმუშები-მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი.შევქმენით პასილიტაციის რესურსები,ელექტრონული პორტფოლიო დაბოლოს წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.
შეძენილი ცოდნა დამეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში და სწალა-სწავლიბის პროცესის გაუმჯობესებაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს გაწეული თანამშრომლობისათვის.

среда, 19 апреля 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.ვისწავლეთ ბლოგზე თემის არჩევა,ფონის,შრიფტის, შეცვლა. ვლევითი ფორმების შექმნა დრაივში და ერთმანეთთან გაზიარება, ბლოგზე  ბმულების შექმნა და გამოქვეყნება.ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნაზე.

суббота, 8 апреля 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია.

ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება,განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,გავაზიარეთ ბლოგზე.ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმებს.ვისაუბრეთ სწავლის დიფერენციაციაზე.

суббота, 1 апреля 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით მესამე მოდულს.
საავტორო უფლებების კანონმდებლობას,ინტერნეტის გამოყენებას ინფორმაციის გაზიარებისა დაუკუკავშირის დროს,ჩატში მუშაობას,ვებგვერდების ჩანიშვნას,გავეცანით გუგლის რუკას,გუგლის კალენდარს,